პროექტის წესები
პროექტის წესები ვრცელდება ყველა მოთამაშეზე, გამონაკლისების გარეშე.
ჩვენს პროექტზე თამაშისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით წესებს!

მითითებული სასჯელის ხანგრძლივობა მოიცავს მინიმალურ ზღვარს. შესაძლებელია, ნებისმიერი დანაშაული განისაზღვროს სამუდამო სასჯელით!
1. პროექტის ძირითადი წესები
1.1
პროექტის ადმინისტრაციას აქვს უფლება, რომ შეცვალოს, დაამატოს ან წაშალოს ნებისმიერი წესი. ეს წესები მოქმედებს MIDI7.GE-ის ყველა სერვერზე
1.2
აგრესიული კომუნიკაცია პროექტის ადმინისტრაციასთან მკაცრად აკრძალულია
1.3
ყველა მოთამაშეს აქვს უფლება გაასაჩივროს ადმინისტრატორის მიერ დადებული შეზღუდვა 2 დღის ვადაში
1.4
ადმინისტრატორს აქვს უფლება შეზღუდოს მოთამაშე სიტუაციიდან გამომდინარე და არა პროექტის წესების მიხედვით (გამონაკლის შემთხვევაში)
1.5
თქვენი პროფილის შინაარსი არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი სხვა მოთამაშეებისათვის სერვერებზე. ადმინისტრაციას უფლება აქვს მოითხოვოს მსგავსი პროფილის მქონე პირისგან მისივე პროფილზე შემდეგი ცვლილებები: სახელისა და/ან პროფილის ფოტოს შეცვლა. ადმინისტრაციის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციას უფლება აქვს დამრღვევ პირს შეუზღუდოს სერვერზე წვდომა
1.6
თუ ხარ პროვოკაციის მსხვერპლი ან სხვა პირი არის აგრესიული შენ მიმართ, აგრესიაზე აგრესიით პასუხი დაისჯება დაბლოკვით. ასევე, ამ მიზეზით დაბლოკვა არ იქნება შემამსუბუქებელი გარემოება დაბლოკვის სიტუაციების გაანალიზებისას და სხვა
1.7
აკრძალულია თაღლითობა, სხვა მოთამაშეების მოტყუება (მაგალითად, სერვერის პრივილეგიების გაყიდვა, გაცვლა და სხვა საეჭვო შემოთავაზებები და განცხადებები)
1.8
აკრძალულია ადმინისტრაციის წევრად თავის გასაღება ნებისმიერი ფორმით, თუ არ გაქვს მინიჭებული შესაბამისი უფლება და ავტორიზაცია
1.9
აკრძალულია ადმინისტრაციისათვის, მოდერატორებისათვის და მოთამაშეებისათვის რაიმეს მოთხოვნა
1.10
იკრძალება რეპორტ Ticket-ის უაზროდ და უმიზნოდ გამოყენება (თუ დაარეპორტებთ მოთამაშეს, არ არის აუცილებელი რომ უთხრათ სხვა მოთამაშეებსაც, რომ გასპამონ რეპორტები). ამის ბოროტად გამოყენება ისჯება სერვერზე წვდომის შეზღუდვით
1.11
იკრძალება წესებში აღმოჩენილი უზუსტობების ადმინისტრაციის საწინააღმდეგოდ გამოყენება და ამ გზით პროვოკაცია
1.12
იკრძალება სერვერზე წვდომის შეზღუდვის შემდეგ სხვა სტიმის ანგარიშით შესვლა
2. CS:GO სერვერების წესები
2.1
დაიცავით ცენზურა შეძლებისდაგვარად, არ მიაყენოთ ერთმანეთს შეურაცხყოფა და ნუ იქნებით შემაწუხებელი (BAN 30წთ)
2.2
გამოიჩინეთ ურთიერთპატივისცემა და არ დაამციროთ ერთმანეთი (BAN 30წთ)
2.3
იკრძალება სერვერის ბაგის გამოყენება (რაიმე ბაგის აღმოჩენის შემთხვევაში გამოიჩინეთ გულისხმიერება და აცნობეთ ადმინისტრაციას) (BAN 30წთ)
2.4
აკრძალულია ნებისმიერი Cheats/Injectors/Exploits გამოყენება (BAN სამუდამო)
2.5
აკრძალულია სხვა ნებისმიერი სერვერის პირდაპირი ან ირიბი გზით რეკლამირება (BAN სამუდამო)
2.6
აკრძალულია შეურაცხმყოფელი და რეკლამის შემცველი NICKNAME/TAG-ის გამოყენება (BAN|KICK)
2.7
აკრძალულია ადმინისტრაციის მოთხოვნების დაუმორჩილებლობა (BAN 30წთ)
2.8
აკრძალულია Chat|Mic-ში ნებისმიერი სახის Flood/Spam (MUTE 30წთ)
2.9
აკრძალულია Voice Chat-ში VoiceChanger-ის გამოყენება (MUTE 30წთ)
2.10
აკრძალულია Voice Chat-ში SoundPad-ის გამოყენება (MUTE 30წთ)
2.11
აკრძალულია Griefing (BAN 30წთ)
2.12
აკრძალულია სერვერიდან მოთამაშეების გადაყვანა/გაყვანა(BAN 30წთ)
2.13
მოთამაშის ფაილების შემოწმებაზე უარის თქმა იჯსება (BAN სამუდამო)
2.14
იკრძალება სერვერზე ნებისმიერი სახის პროვოკაცია (BAN 30წთ)
2.15
იყავით მეგობრულები. დაუშვებელია რასიზმი, დამცირება, დისკრიმინაცია, ბულინგი და ა.შ. (MUTE 30წთ)
3. პროექტის DISCORD წესები
3.1
იყავით მეგობრულები. დაუშვებელია რასიზმი, დამცირება, დისკრიმინაცია, ბულინგი და ა.შ.
3.2
სერვერზე ყოფნისას დაიცავით ცენზურა (თუ VC-ში არავის აქვს პრობლემა ცენზურის დარღვევაზე ეს წესი მათ არ ეხებათ)
3.3
სერვერზე აკრძალულია NSFW Content (+18 კონტენტი, გრაფიკული კადრები და ა.შ.)
3.4
დაუშვებელია სხვისი პირადი ინფორმაციის გავრცელება მისი თანხმობის გარეშე (სახელი, გვარი, მისამართი, ასაკი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.)
3.5
ნუ შეუშლით ხელს ერთმანეთს (გამოიჩინეთ პატივისცემა, განსაკუთრებით თქვენთვის უცხო გარემოში)
3.6
აკრძალულია ნებისმიერი სახის რეკლამა (რეკლამის მცდელობაც ჩაითვლება წესის დარღვევად) ადმინისტრაციასთან შეთანხმების გარეშე
3.7
DISCORD Text Channel-ები გამოიყენეთ დანიშნულების შესაბამისად (მაგ: #Mediahub-ში არ ვწერთ საჩივარს...)
3.8
აკრძალულია ჩატებში Phishing და ნებისმიერი სახის მავნებელი ლინკები ან კონტენტი